გერმანიის ელჩი: შეთანხმება სწორედ ის გახლავთ, რაც გამოქვეყნდა… ცხადია, არ არის ნახსენები სახელები და გვარები

ჰუბერტ ქნირში ერთადერთი ელჩია, რომელმაც 8 მარტის შეთანხმების შინაარსზე საუბარი ისურვა.ინტერვიუ ელჩმა “რუსთავი 2”-ს მისცა.

ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ შეთანხმებაში არ არის ნახსენები კონკრეტული სახელი და გვარები და შეთანხმების საგანი სწორედ ის არის, რის შესახებაც დოკუმენტი გამოქვეყნდა.

“ცხადია, რომ ამ შეთანხმებებში არ არის ნახსენები სახელი და გვარები, მაგრამ უშუალოდ შეთანხმების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე მათ დაასახელეს კონკრეტული სახელები და გვარები. შეთანხმება სწორედ ის გახლავთ, რაც გამოქვეყნდა. დიპლომატიურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებში კარგია, თუ ბოლოს მოხდება წერილობით ტექსტზე შეთანხმება და ეს იქნა მიღწეული. ეს ტექსტები გამოქვეყნდა და ყველას შეუძლია მათი ნახვა,”- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რამდენიმე რაუნდიან მოლაპარაკებებში ჩართულ დიპლომატებს შეთანხმების შინაარსზე განმარტებების გაკეთებისკენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად