გერმანიის ელჩი: შეკრების უფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს ბოროტად არ გამოიყენონ

შეკრების უფლება, თავისუფლების ქონა შეკრებისა და დემონსტრაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებაა. ამის, როგორც საყოველთაო უფლების გარანტირება, აუცილებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება ბოროტად არ იყოს გამოყენებული, მაგალითად დემონსტრაციების ძალადობაში გადაყვანის გზით. ძალადობრივი დემონსტრაცია ჰგავს ღვინოს, რომელიც ძმრად იქცევა. იმავე წამს ასეთი დემონსტრაცია საკუთარ მიზანს ცდება და აზიანებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად ეფექტური და შესაფერისი იყო ხელისუფლების პასუხი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებზე, იგულისხმება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, ასევე ერთ-ერთი დეპუტატის  ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მანდატის დატოვება, გერმანელი დიპლომატი პასუხობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მზაობის გამოხატვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მზაობის გამოხატვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რასაც ოპოზიციური პარტიები ითხოვდნენ, მათ მოაგროვეს ხელმოწერები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც იმავეს ითხოვდნენ, დემონსტრანტებიც ამას ითხოვდნენ. ვფიქრობ, ამ განცხადების გაკეთება იყო ძალიან კარგი ნაბიჯი. რაც ამას უნდა მოჰყვეს, არის ამის საფუძველზე დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, დიალოგი იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოს გაძლიერება ამ მიზნის გარშემო გაერთიანება“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად