გერმანიის ელჩი საქართველოში: 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი

გერმანიის საელჩო, გერმანიის ელჩის საქართველოში ჰუბერტ ქნირშის განცხადებას ავრცელებს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გუშინ გაკეთებულ განაცხადა პასუხობს: 

როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ელჩი სწორედ ჰუბერტ ქნირში იყო, რომელმაც გახარიას გაცხადების საპასუხოდ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

“ყველასთვის ცნობილია, რომ  20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე. რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი  პროცედურების შესაბამისად,“ – აცხადებს გერმანიის ელჩი.

გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა: მე ვიყავი პარლამენტში რამდენიმე ელჩთან ერთად და ვხედავდი ზოგიერთ პოლიტიკოსს, როგორ ლიდერობდა შტურმს. 

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 23: 50 წუთზე,  პარლამენტთან მიმდინარე აქციას გერმანიის ელჩი საქართველოში სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: დაიცავით სიმშვიდე, არ მიმართოთ ძალადობას, ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილეთ

ხოლო, 2019 წლის 29 ივნისს ჰუბერტ ქნირშმა გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა: შეკრების უფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს ბოროტად არ გამოიყენონ

ცნობისთვის, 20 ივნისის პარლამენტთან აქციის დარბევის დროს 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ხოლო, 240-მდე ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორმა თვალი დაკარგა.

საპროტესტო აქციები პარლამენტთან დღემდე გრძელდება, აქციის მონაილეები მომხდარის გამო, გიორგი გახარიას გადადგომა ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად