გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნების უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარებაზე კანონპროექტი დაამტკიცა

დღეს, 18 იანვარს, გერმანიის ბუნდესტაგში გამრთულ კენჭისყრაზე დამტკიცებულ იქნა კანონპროექტი საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნების უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარების შესახებ. კანონპროექტს 509 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 138-ის წინააღმდეგ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის აუცილებელია ბუნდესრატის (ფედერალური საბჭოს) თანხმობა. შესაბამისად, კანონპროექტი შემდგომი პროცედურისთვის გადაეგზავნება ბუნდესრატს, რომლის სხდომები თვეში ერთხელ იმართება. თუ რომელ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს ბუნდესრატი აღნიშნულ კანოპროექტზე, ჯერ ცნობილი არ არის. კენჭისყრამდე დაგეგმილია ბუნდესრატში პარტიებს შორის შემდგომი კონსულტაციები კანონპროექტზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...