გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი გახდება

ორთვიანი ვაჭრობისა და მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 26 სექტემბერს ბუნდესტაგის არჩევნებს მოჰყვა, გერმანიის პარლამენტში სამპარტიული კოალიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ახალი კანცლერი კი ოლაფ შოლცი იქნება. ინფორმაციას Bild ავრცელებს.

მისი არჩევა პარლამენტში ანგელა მერკელის 16-წლიან მმართველობას ოფიციალურად დაასრულებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოალიციური შეთანხმება მიღწეულია და მისი დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება. დღესვე სამივე პარტია: სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და ლიბერალ-დემოკრატები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

Bild-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს “მწვანეების” ლიდერი ანალენა ბერბოკი დაიკავებს.

“ბერბოკის დანიშვნა, ადამიანის უფლებების დარღვევისა და არადემოკრატიული რეჟიმების კრიტიკა, სავარაუდოდ, შეცვლის დიპლომატიურ აქცენტს ავტოკრატულ ქვეყნებთან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან“, – წერს The Wall Street Journal.

კომენტარები
იტვირთება...