გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

გერმანიაში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის მკვიდრი, ზეილმხან ხანგოშვილი მოკლეს. მომხდარი ფაქტი “აიპრესს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, “ფაქტი ცნობილია და გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს აღნიშნული ინფორმაციის დეტალებს”.

როგორც გერმანული პრესა წერს, ბერლინის მოაბიტის რაიონში, ტირგარტენის პარკის მიდამოებში, შუადღისით, ველოსიპედისტმა მოკლა და მიიმალა. მოკლული ითვლება ისლამისტ ტერორისტად ჩეჩნეთიდან.

მოწმეებმა აცნობეს პოლიციას და ეჭვმიტანილი დააკავეს. მკვლელობის იარაღი – პისტოლეტი იპოვეს მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში.

მოწმეების თქმით, მკვლელი ველოსიპედით მიუახლოვდა მსხვერპლს, ესროლა მას რამდენიმე მეტრიდან, შემდეგ ძირს დავარდნილს თავში ესროლა და გაიქცა.

ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილი”ნაცმოძტაობის” ხელისუფლების პერიდში, 2012 წელს ჩატა ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ “ლაფანყურის სპეცოპერაციაში” ფიგურირებდა.

არაოფიციალური ინფორმაციით მოკული ხანგოშვილი იყო ის პირი, ვინც  2012 წლის აგვისტოში  სპეცოპერაციის შემდეგ  ქართველ სამართალდამცავ უწყებებსა და შეიარაღებულ ჩეჩნებს  შორის შუამავლობა იკისრა. რამდენიმე წლის შემდეგ, 2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილს თბილისში “გაგარინის მოედანზე” ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგ მან საქართველო დატოვა.

ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, ის მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში, რის გამო რუსეთის ფედერაციის პოლიციამ ხანგოშვილი ძენილად გამოაცხადა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...