გერმანიაში თხელი პლასტიკური ჩანთები აიკრძალება

გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პლასტიკური ჩანთების წარმოება და გამოყენება აკრძალოს, რომლის სისქე 50 მიკრონზე ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას Hase Post-ი ავრცელებს. ასეთი პაკეტები ძირითადად სუპერმარკეტებში გვხვდება, როდესაც მომხმარებლები ბოსტნეულსა და ხილს ყიდულობენ.

აკრძალვის ინიციატივით გარემოს დაცვის მინისტრი სვენია შულცი გამოვიდა. მან კანონპროექტი უკვე მოამზადა. მთავრობის პოზიტიური შეფასების შემდეგ, იგი პარლამენტს წარედგინება. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება ძალაში  მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ შევა. აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 100000 ევრომდეა.

ასეთი ტიპის ჩანთებმა შესაძლოა ზიანი გამოიწვიოს. მინისტრი თანამემამულეებს ჩანთებზე გადასვლას სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად