გერმანიაში ტერაქტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა

გერმანიის ქალაქ ლიმბურგ-ან-დერ-ლანში სატვირთო ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა. მომხდარს გერმანიის ხელისუფლებამ ტერორისტული აქტი უწოდა.

ცნობილია, რომ ავტომობილი გატაცებული იყო.

პოლიციამ მძღოლის დაკავება შძლო. აღმოჩნდა, რომ ის 30 წლის მამაკაცია, რომელიც გერმანიაში სირიიდან ჩამოვიდა.

ფრანკფურტის პროკურატურამ ინციდენტტან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ამჟამად შვიდი ადამიანი ისევ საავადმყოფოშია, მათგან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ეჭვმიტანილს ასევე მცირე დაზიანებები აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად