გერმანიაში, სკოლის ავტობუსისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად 23 ადამიანი დაშავდა

გერმანიაში, სკოლის ავტობუსი ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა 23 ადამიანი, საიდანაც 21 სკოლის მოსწავლეა. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს.

ავტობუსი, რომელშიც 16-18 წლის სკოლის 49 მოსწავლე და მათი 6 გამცილებელი იმყოფებოდა ბადენ-ვურტემბერგიდან ტურინგიუში მიემართებოდა.

გარდა მოსწავლეებისა, ავარიის შედეგად დაშავდა მძღოლიც, რომელიც მსუბუქი ავტომობილის საჭესთან იჯდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 75 წლის მძღოლმა ვერ შენიშნა ავტობუსის მოძრაობა მაშინ, როდესაც იგი გზას კვეთდა. მან მოულოდნელად დაამუხრუჭა, თუმცა შეჯახებას მაინც ვერ ასცდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...