გერმანიაში შესაძლოა, პროფესიონალური რესპირატორული ნიღბების ტარება სავალდებულო გახდეს

გერმანიის ხელისუფლება განიხილავს FFP2 კლასის პროფესიონალური რესპირატორული ნიღბების სავალდებულო ტარების შესაძლებლობას. როგორც გაზეთი Bild იუწყება, 18 იანვრიდან ასეთი ღონისძიება უკვე მოქმედებს ბავარიის მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

გაზეთის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით რესპირატორების სავალდებულო ტარების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება სამშაბათს იქნას მიღებული. ასევე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფედერალური სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან განიხილავს კორონავირუსის ახალი შტამების გამოვლენის გამო სხვა ზომების გამკაცრებას: კერძოდ, კომენდანტის საათის შემოღების შესაძლებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვას და სხვა.

მკაცრი საკარანტინო ზომები გერმანიაში 16 დეკემბრიდან მოქმედებს. ყველა საცალო სავაჭრო ობიექტი დაკეტილია, გარდა კვების, საყოფაცხოვრებო და ზოგიერთი სხვა მაღაზიისა, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელს ყიდიან. მუზეუმები, თეატრები, სილამაზის სალონები არ მუშაობენ, სკოლის მოსწავლეები დისტანციურად სწავლობენ.

მანამდე, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა რეკომენდაცია გასცა, რომ მოსახლეობამ FFP2 კლასის პროფესიონალური რესპირატორული ნიღბები გამოიყენოს ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბების ნაცვლად. მან ასევე დამსაქმებლებს მოუწოდა, დასაქმებულთა მაქსიმალური რაოდენობა გადაიყვანონ დისტანციურ მუშაობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად