გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველა ვეღარ ისარგებლებს

გერმანიაში კორონავირუსის საწინააღნდეგო ზომები მკაცრდება. დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას მგზავრები მხოლოდ “3G წესის” შესაბამისად შეძლებენ. ეს არის აბრევიატურა Genesen, Geimpft, Getestet („გადაიტანა“, „ვაქცინირებულია“, „ტესტი აქვს გაკეთებული”). ინფორმაციას DW ავრცელებს.

თუ ავტობუსში ან ტრამვაის კონტროლის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ მგზავრი ამ კრიტერიუმებიდან ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს, ის იძულებული იქნება, სატრანსპორტო საშუალება უახლოეს გაჩერებაზე დატოვოს.

რკინიგზის კონცერნის Deutsche Bahn-ის ხელმძღვანელობამ „3G წესზე“ შემოწმება 23 ნოემბრიდან შემოიღო.

იგივე მოთხოვნები დღეიდან ეხება მათ, ვინც ოფისიდან მუშაობს.

გერმანიაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის ოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში გერმანიაში ახალი SARS-CoV-2 ინფექციების რაოდენობამ 100 ათას მოსახლეზე 400 შემთხვევას პირველად გადააჭარბა.

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსის 66 884 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს გამოვლენის კუთხით ახალი ანტირეკორდი გახდა.

ბოლო დღე-ღამეში 335 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში 99 768 პაციენტი გარდაიცვალა.

ამგვარად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ის 5 497 795 შემთხვევა დადასტურდა. 4,71 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა მკვეთრად გააკრიტიკა ისინი, ვინც თავს არიდებს ვაქცინაციას.

“ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვისაც სჯერა, რომ ვირუსი მათ ვერ დააზარალებს. მე მინდა, შევათრიო ეს ხალხი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და იქ მყოფების წინ პიდაპირ ვკითხო: კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ბოლოს და ბოლოს მოხვდეთ?”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები
იტვირთება...