გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

” აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო , კერძოდ საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის არის საკონსულო მათთან კავშირზე.

საქართველოს მოქალაქეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ მედიკოსებთან, რომლებმაც მიუთითეს მკურნალობის მეთოდოლოგია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით.

საკონსულო მუდმივარ რჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხევავში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგი რეკავდა საკონსულოს ცხელ ხაზზე და მას არ პასუხობდნენ, მოქალაქესთან კომუნიკაციის შემდეგ , აღმოჩნდა რომ არ არის სიმართლე და უზუსტობას ჰქონდა ადგილი. იგი არ რეკავდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს და სამივე საკონსულო ოქლის მითითებულ ცხელ ხაზზე. ის რეკვდა სხვა ნომერზე. აღნიშნულ მოქალაქეს მისივე ინფორმაციით და გერმანელი მედიკოსების ინფორმაციით აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმები .

იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ”-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად