გერმანიაში, საკონცერტო სცენის ჩამოშლის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა

გერმანიის ქალაქ ესენში, Marteria და Casper-ის კონცერტის დროს, ჭექა-ქუხილის შედეგად სცენის ნაწილი ჩამოიშალა.

მომხდარის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენ 18 ადამიანს მსუბუქი დაზიანებები აქვს.

ინციდენტი 31 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ძლიერი ქარის გამო წაიქცა სცენაზე დამონტაჟებული ლედ-კედელი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტს 18 ათასი ადამიანი ესწრებოდა. დაშავებულები გადაიყვანეს ჰოსპიტალში. დაახლოებით 150 ადამიანი კი ექიმებმა ადგილზევე შეამოწმეს. იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან, ემუქრება თუ არა საფრთხე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ჭექა-ქუხილი კონცერტის დაწყებიდან ნახევარ საათში დაიწყო. შეჩერდა მუსიკა, ხოლო დამსწრეებს იქაურობის დატოვება სთხოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...