გერმანიაში, ფრაიბურგის სუპერმარკეტში, მამაკაცი პროდუქტს ენას უსვამს და დახლებზე აბრუნებს (ვიდეო)

ვიდეო ფრაიბურგის სუპერმარკეტშია გადაღებული და მასზე აღბეჭდილია მამაკაცი, რომელიც საკვებ პროდუქტს ენას უსვამს და აფურთხებს ზედ

ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც სხვადასხვა საკვებ პროდუქტს უსვამს ენას და აბრუნებს უკან. გარდა ამისა, იგი ხსნის ბოთლებს და საკვებპროდუქტიან პლასტიკატის პატარა ყუთებს, მოსვამს და ჭამს იქედან და ისევ დებს დახლზე, უკვე დანერწყვილს ან ხელის შეხებით დაბინძურებულს.

სუპერმარკეტის ხშირი სტუმარი ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში იყო ატვირთული, სუპერმარკეტის ადმინისტრაციას აჩვენეს, ადმინისტრაციამ კი პოლიციას შეატყობინა.

პოლიციამ მამაკაცის ვინაობა დაადგინა, თუმცა მის ვინაობას არ ამხელს. პოლიციის პრესმდივანის თქმით, გაარკვევენ ვინ და რა ვითარებაში გადაიღო ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელით გავრცელდა და დაადგენენ, არის თუ არა ვიდეოში აღბეჭდილი მამაკაცი ფსიქიურად ჯანმრთელი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად