გერმანიაში, ფესტივალზე მომხდარი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

გერმანიაში, ქალაქ ფროიდებერგში, ტრადიციულ ფესტივალზე Backesfest აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, იქ მყოფებს აფეთქებად შესაძლოა აღექვათ მზარეულის მიერ საჭმლის მომზადებისას გამოწვეული დიდი ცეცხლი, რომელიც უზარმაზარ ტაფაზე ქონიანი ხორცის შეწვას მოჰყვა.

გაზის შედეგად გამოწვეული აფეთქების ვერსიას ადგილობრივი ხელისუფლება არ ადასტურებს. 14 დაშავებულს შორის 6 მძიმე მდგომარეობაშია, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთი მათგანის დაშავებამ კი გულის შეტევის პროვოცირება მოახდინა. ყველა დაშავებულის ასაკი 31-დან 75 წლამდეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...