გერმანიაში ნული ევროს ნომინალის ბანკნოტები გამოუშვეს

გერმანიაში, ნული ევროს ნომინალის ბანკნოტები გამოუშვეს. ის შეზღუდული რაოდენობით გამოიცა, მხოლოდ 5000 ერთეული და 2.50 ევროდ გაიყიდა. ინფორმაციას Neue Osnabrücker Zeitung ავრცელებს.

კუპიურა შეიქმნა, როგორც ტურისტული სუვენირი, რომელიც ძირითადად კოლექციონერებისთვის და შლეზვიგ-ჰოლშტეინის ფედერალური მიწის დედაქალაქის დამთვალიერებელთათვის არის გათვალისწინებული.

კუპიურა გადახდის საშუალება არ არის, მაგრამ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მისი დაბეჭდვის ნებართვა  ოფიციალურად გასცა.

იგი ისეთივე ქაღალდზე იბეჭდება, როგორც ჩვეულებრივი ევრო და ხარისხის ყველანაირი ნორმაა დაცული, მათ შორის ჰოლოგრამა. ბანკნოტებზე გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემი Gorch Fock II -ია გამოსახული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად