გერმანიაში მომხდარი სროლის მიზეზი, რომელსაც სავარაუდოდ 6 ადამიანი ემსხვერპლა, ოჯახური დრამა გახდა

გერმანიის ქალაქ როტ-ამ-ზეში მომხდარი სროლის მიზეზი ოჯახური დრამა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბადენ-ვუტემბერგის პოლიცია ავრცელებს.

„არის რამდენიმე დაღუპული და დაჭრილი, ზუსტ რაოდენობას ჯერ ვერ გეტყვით“, – აცხადებენ უწყებაში.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის ქალაქ როტ-ამ-ზეში, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდო დაღუპულთა რაოდენობა ექვსია, თუმცა ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია. Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, მომხდარის მსხვერპლი ოჯახის წევრები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად