გერმანიაში, მამაკაცმა ცივი იარაღით ორი ადამიანი მოკლა

გერმანიის ქალაქ იზერლონში მამაკაცი მატარებლის სადგურზე ადამიანებს თავს დაესხა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Bild ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კაცი და ქალი. თავდასხმის დროს ქალს ხელში ორი თვის ბავშვი ჰყავდა აყვანილი, თუმცა ინციდენტის შედეგად ის არ დაშავებულა.

მედიის ცნობით, დაკავების დროს ეჭვმიტანილს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ის ადგილზე დაჯდა და სამართალდამცავების მისვლას დაელოდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდასხმის მთავარი ვერსია ეჭვიანობა იყო – მოკლული ქალის ყოფილი ქმარი თავდამსხმელი აღმოჩნდა.

8 აგვისტოს, სამხრეთ კალიფორნიაში, 33 წლის მამაკაცმა,  რომელიც ცივი იარაღითა და მაჩეტეთი იყო შეიარაღებული, ადამიანებს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად