გერმანიაში ლიბანური ოჯახური დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გერმანიის ოთხ ფედერალურ მიწაზე დიდი ლიბანური ოჯახური ჯგუფის (კლანის) წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სპეციალურ ოპერაციაში 400-მდე სამართალდამცველი მონაწილეობს.

როგორც მედია იუწყება, დღეს დილით ოთხ ფედერალურ მიწაზე – ბერლინში, ჩრდილოეთ რეინე-ვესტფალიაში, რეინლანდ-პფალცესა და საარის მიწაზე მდებარე მათ ბინებში, ასევე კლანის წარმომადგენელთა ოფისებში ( სულ 28 ობიექტი) ჩხრეკა ჩატარდა.

სპეცოპერაციაში ასევე GSG9-ის ანტიტერორისტული ერთეული მონაწილეობს.

გამომძიებლები ეჭვობენ, რომ კლანის წარმომადგენლები 2018 წლის მაისიდან 2019 წლის ივლისამდე ლიბანის მოქალაქეების ქვეყანაში არალეგალური შემოსვლაზე არიან პასუხისმგებელნი, ასევე ისინი სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად