გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში “კოვიდ-19”-ის 21 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 019 პაციენტი კი გარდაიცვალა.
დაანონსებული საკარანტინე ცვლილებები გერმანიის მთავრობამ უკვე მიიღო. კარანტინი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება და როგორც ანგელა მერკერი აცხადებს, გამკაცრდება ქვეყანაში ჩასვლის წესები.
“მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად შეზღუდონ და აბსოლუტურ მინიმუმადე დაიყვანონ კონტაქტები“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საგანგებო ბრიფინგზე.
31 იანვრამდე ქვეყნის მაშტაბით ყველა სკოლა იხურება და წითელ ზონებად გამოცხადდებული ტერიტორიებიდან, მოსახლეობას სახლიდან მხოლოდ 15 კილომეტრის მანძილზე შეეძლებათ გადაადგილება.
მკაცრდება ქვეყანაში ჩასვლის წესებიც. გერმანიაში ჩასული მგზავრები ვალდებულები იქნებიან, ორი ნეგატიური ტესტის პასუხი წარადგინონ და მაინც მოუწევთ ხუთდღიანი კარანტინის გავლა.
ბოლო 24 საათში გერმანიაში „კოვი-19“-ის 11 900 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 994 ადამიანი გარდაიცვალა.