გერმანიაში, კორონავირუსით სიკვდილის პირველი 2 ფაქტი დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი stern აქვეყნებს და ასევე ოფიციალური მონაცემები დაფიქსირდა https://www.worldometers.info/coronavirus-ზე.

პორტალის ინფორმაციით გარდაცვლილია 77 წლის მამაკაცი, რომელიც  ინფიცირებამდეც ავადმყოფობდა და ასევე,  გარდაცვლილია 89 წლის ქალი.

შეგახსენებთ, რომ დღემდე გერმანიაში სიკვდილი არ დაფიქსირებულა. საგანგაშო მდგომარეობაა იტალიაში.

სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით პორტალ ansa-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა განვლილი 24 საათის განმავლობაში რეკორდულად, 1797-ით გაიზარდა და ამჟამად იტალიაში 9172 ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.

განვლილ 24 სათის განმავლობაში გუშინდელთან შედარებით ნაკლებად გაზრდილია გარდაცვლილთა რაოდენობა – 97 კაცი. სულ იტალიაში კორონავირუსით   463 კაცია გარდაცვლილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად