ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გერმანიაში დღეში 22 806-ით გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა. ასეთ მონაცემებს ავრცელებს რობერტ კოხის ინსტიტუტი (გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული).
გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ინფექციის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა ქვეყანაში 1 006 394-ია. კორონავირუსული ინფექციის შედეგებით კი 15 586 ადამიანი გარდაიცვალა.