გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში 22 368-ით გაიზარდა, პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში ინფექცია გამოვლინდა გერმანიის 2 000 958 მაცხოვრებელში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის შედეგად 1 113 პაციენტი გარდაიცვალა. გერმანიაში მთელი ეპიდემიის განმავლობაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 44 994 ადამიანს მიაღწია.

მკაცრი საკარანტინო ზომები გერმანიაში 16 დეკემბრიდან მოქმედებს. ყველა მაღაზია დაიხურა, გარდა კვების, საყოფაცხოვრებო და ზოგიერთი სხვა მაღაზიისა, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელს ყიდის. მუზეუმები, თეატრები, სილამაზის სალონები არ მუშაობენ, სკოლის მოსწავლეები დისტანციურად სწავლობენ.

გარდა ამისა, იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის გამო ყველაზე რთული ვითარება შეინიშნება, აკრძალულია სახლიდან უმიზეზოდ გასვლა 15 კმ-ზე მეტ მანძილზე. ასეთ მიზეზებში შედის, მაგალითად, ექიმთან ვიზიტი. აკრძალვა მოქმედებს რაიონებში, სადაც კვირის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 200 ინფიცირების შემთხვევაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად