გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ასაკი 25 და 47 წელია

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგში და ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

ბადენ-ვიურტემბერგში 25 წლის ახალგაზრდა კაცს დაუდგინდა კორონავირუსით დაინფიცირება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში კი 47 წლის მამაკაცს.
 
ვარაუდობენ, რომ ბადენ-ვიურტემბერგის მიწის გეპინგენის რაიონში მცხოვრები 25 წლის კაცი იტალიაში, მილანში ყოფნის დროს დაინფიცირდა. მან თავად მიაკითხა კლინიკას და ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსით ინფიცირება აჩვენა.  
 
 
რაინ-ვესტფალიის ქალაქ ერკელენცში მცხოვრები 47 წლის მამაკაცმა მეუღლესთნ ერთად მიაკითხა კლინიკას. ანალიზის შედეგად მამაკაცს დაუდგინდა დაავადება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად