გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 9 609 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9 609-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 297 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 163 ათასზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 80 303 შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...