გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 890 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 157 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსის 2 442 336 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით 70 045 ადამიანი დაიღუპა.