გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 3 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 358 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსის 2 451 011 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 70 463 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. გერმანია, ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...