გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 29 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29 426-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 293 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 073 მილიონი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 79 381 შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...