გერმანიაში კორონავირუსის ახალი, აქამდე უცნობი შტამი გამოვლინდა

სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენის კლინიკაში (ბავარიის ფედერალური სახელმწიფო) კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა. ამის შესახებ გაზეთი Munchner Merkur წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საავადმყოფოში დაინფიცირდა 73 ადამიანი – თანამშრომლებიც და პაციენტებიც. სამ მათგანს გამოუვლინდა კორონავირუსის დღემდე უცნობი შტამი.

ანალიზი გაგზავნეს შემდგომი შესწავლისთვის ბერლინის კლინიკაში – Charite. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საუბარია სრულიად ახალ ვარიაციაზე, მაგრამ მათ ჯერ არ იციან, თუ რა თვისებები აქვს მას.

საერთო ჯამში, Charite-ის თანახმად, მსოფლიოში გამოვლენილია კორონავირუსის 12 ათასზე მეტი მუტაცია. ექსპერტებს ყველაზე მეტად აწუხებთ ეგრეთ წოდებული “ბრიტანული” შტამი მისი მაღალი ინფექციურობის გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად