გერმანიაში კომპანია Webasto-ს კიდევ სამი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბავარიაში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Abendzeitung-ი ავრცელებს. ფაქტს ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ადასტურებს.

ინფექციის შესახებ ღამით გახდა ცნობილი. სამივე პირი იმ მამაკაცის კოლეგაა, რომელსაც მანამდე კორონავირუსი აღმოაჩდა.

შესაბამისად, გერმანიაში უკვე დაავადების ოთხი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტები მიუნხენის კლინიკაში, იზოლირებულ მდგომარეობაში არიან.

”გადაწყდა, რომ სამივე ახალი პაციენტი მიუნხენის შვაბინგის საავადმყოფოში მოათავსონ, სადაც ისინი იზოლირებულნი იქნებიან, ასევე მედიკოსების ზედამხედველობის ქვეშ”, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.

ინფიცირებულები საავტომობილო ნაწილების მომარაგების კომპანია Webasto-ს თანამშრომლები არიან. კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, ის ოფისი დახუროს, სადაც ინფიცირებულები მუშაობდნენ.

კომპანიას 50-ზე მეტი ფილიალი აქვს, მათ შორის 12 ჩინეთში, ერთ-ერთი მათგანი უხანში მდებარეობს, სადაც ვირუსის გავრცელება დაიწყო.

ჩინეთის  ჯანდაცვის კომიტეტის მონაცემებით, 29 იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 5999 დადასტურებული შემთხვევა (2019-nCoV) გამოვლინდა, ხოლო ასეთი შემთხვევების რაოდენობა დღეში 32% -ით (1459) გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.2%-ია (132 შემთხვევა), რაც უფრო დაბალია, ვიდრე SARS / SARS (9.6%)და ახლო აღმოსავლეთში არსებული  რესპირატორული სინდრომი (36%), რომელიც კორონავირუს SARS-ის ოჯახის პათოგენებითაა გამოწვეულია.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 15 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორისაა ავსტრალია, ვიეტნამი, გერმანია, კანადა, კორეა, კამბოჯა, მალაიზია, ნეპალი, ტაილანდი, ტაივანი, სინგაპური, აშშ, საფრანგეთი, შრი ლანკა, იაპონია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად