გერმანიაში, კარნავალზე 23 ადამიანი დაშავდა

ბავარიის ერთ-ერთ ქალაქში, კარნავალზე მომწამვლელი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა,-ინფორმაციას გერმანული გაზეთი Die Welt ავრცელებს.

ბუნებრივი აირი მრავალფუნქციური ცენტრის შენობაში გავრცელდა, სადაც ღონისძიების მონაწილეები იკრიბებოდნენ. პოლიციამ დაახლოებით 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელა. ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სასუნთქი გზების სერიოზული დაზიანება დაუდგინდათ. სავარაუდოდ, შენობა ცრემლსადენი გაზითა და ე.წ წიწაკის სპრეით მოწამლეს.

ამა წლის იანვარში, ბაშკირეთის ერთ-ერთი ქალაქის სკოლაში ე.წ წიწაკის სპრეი გაავრცელეს, რის შედეგადაც ცხრა ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საგამოძიებო კომიტეტმა ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...