გერმანიაში, კარნავალის მიმდინარეობის დროს, ავტომობილი ხალხში შევარდა (ვიდეო)

გერმანული პორტალების ცნობით დაშავებულია არანაკლებ 30 კაცი.

დაშავებულთა დიდ ნაწილს სერიოზული ტრავმები აქვს მიღებული. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.
 
გერმანიის ქალაქ ფოლკმარზენში მიმდინარე ფესტივალზე დამსწრეთა თქმით, მათ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ავტომობილი მიზანმიმართულად მიემართებოდა იმ ადგილისკენ, სადაც ბავშვები იყვნენ.
 
შემთხვევა ადგილობრივი დროით 14 საათსა და 30 წუთზე მოხდა. მძღოლი დაკავებულია, ამ მომენტისთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის

მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად