გერმანიაში კარანტინი 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა

გერმანიის ხელისუფლებამ, მკაცრი საკარანტინო ზომების გაგრძელება თებერვლის შუა რიცხვებამდე გადაწყვიტა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა,.

“ჩვენ ზომები უნდა გავაგრძელოთ 14 თებერვლამდე”, – თქვა მან. მერკელმა განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება იმედის საფუძველია, მაგრამ კორონავირუსის ახალი შტამი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ შეზღუდვები ჯერ ვერ შემსუბუქდება.

ასევე, გერმანიის მაცხოვრებლებს ევალებათ მხოლოდ სამედიცინო ნიღბების ან რესპირატორების ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში. აქამდე შესაძლებელი იყო სამფენიანი პირბადის ტარება ან ცხვირ-პირის შარფით დაფარვა. ძალაშია სოციალური კონტაქტების შეზღუდვის წესი – ერთი ოჯახის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეხვდნენ მაქსიმუმ ერთ პირს. სკოლები და საბავშვო ბაღები კვლავ დაკეტილია. გერმანული მედიის ცნობით, ეს იყო ყველაზე სადავო საკითხი დღევანდელ მოლაპარაკებებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად