გერმანიაში, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევების ოდენობა 4,9%-ით გაიზარდა

ინფორმაციას პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევების ოდენობის ზრდის შესახებ პორტალი tagesschau აქვეყნებს

გასულ წელს ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევები 146 655-მდე ანუ 4,9%-ით გაიზარდა, პარტნიორის მხრიდან ძალადობის შედეგად 169 ადამიანი დაიღუპა, – წერს tagesschau.

ინტიმური პარტნიორის მხრიდან 2020 წელს 139 ქალი და 30 კაცი დაიღუპა, 2019 წელს კი 117 ქალი და 32 კაცი.

ფედერალური კრიმინალური პოციის ინფორმაციით, მოძალადებს შორის უმეტესწილად კვლავ მამაკაცები არიან, თუმცა უკანსკნელ წლებში მოძალადეებში ქალების წილი გაზრდილია და ამჟამად 20,9%-ს შეადგენს.

ძალადობის შემთხვევების უმეტესობა (61,6%) სხეულის მსუბუქ დაზიანებაზე მოდის, მუქარის, შევიწროების და იძულების წილი 22.3%-ს შეადგენს, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების წილი კი 12,2%-ს. გაუპატიურებების და სექსზე იძულების შემთხვევების რაოდენობა 2%-ზე ცოტა მეტია.

ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევებიდან 37,9% ყოფილ პარტნიორებს შორისაა მომხდარი, 32,3 ცოლ-ქმარს შორის და 29,4% ქორწინების გარეშე ინტიმურ ურთიერთობაში მყოფებს შორის.

კომენტარები
იტვირთება...