გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, COVID-19-ის 583 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი კორონავირუსის ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაიზარდა 583-ით, ხოლო დაიღუპა 33 პაციენტი. ამის შესახებ რობერტ კოჰის ინსტიტუტი იუწყება.

სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა და ახალი ლეტალური შემთხვევების რაოდენობა, ქვეყანაში მცირდება უკვე რამდენიმე კვირაა. ერთი დღით ადრე, COVID-19-ის შედეგად გარდაიცვალა 57 ადამიანი.

ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში სულ 174 355 შემთხვევა გამოვლინდა პანდემიის დაწყების დღიდან, ხოლო გარდაიცვალა თითქმის 8 ათასი პაციენტი, გამოჯანმრთელებულია 153 ათასზე მეტი.

ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ბავარიაში, მეორე ადგილზეა ვესტფალია, ხოლო მესამე ადგილზეა ბადენ-ვურტემბერგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად