A1 ბანერი

გერმანიაში გააუვნებელყვეს მამაკაცი, რომელმაც მძევალი აიყვანა

გერმანიის პოლიციამ მამაკაცი გააუვნებელყო, რომელმაც რკინიგზის სადგურში მძევალი აიყვანა. ამის შესახებ პოლიცია Twitter-ზე იტყობინება.

როგორც სამართალდამცავები აღნიშნავენ, ქალმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მას დახმარებას უწევენ. თავად თავდამსხმელი სერიოზულად დაშავდა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.
ფედერალური პოლიციის მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი სავარაუდოდ თავდამსხმელსა და ქალს შორის პირადი კონფლიქტი გახდა.
დღეს ქალაქის პოლიცია Twitter- ის გვერდზე იტყობინებოდა, რომ გერმანიის ქალაქ კელნში, მთავარი სადგურის შენობაში მძევალი აიყვანეს. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციის სამსახურები მუშაობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...