გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველი პარტიის პოზიციები შესუსტდა

გერმანიაში ჩატარებული ევროპარლამენტი არჩევნებმა ცენტრისტული პარტიების მიერ პოზიციების შესუსტებით აღინიშნა.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და ქრისტან-სოციალურმა კავშირმა ამომრჩეველთა ხმების 28,9% მიიღო, რაც 6 პუნქტზე მეტით ნაკლებია 2014 წელს ნაჩვენებ შედეგზე. მიუხედავად ასეთი შედეგისა მათი კოალიცია გერმანიის ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად რჩება.

მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს მეორე ადგილზე გასულმა მწვანეებმა. მათ ხმების 20,5 % მიიღეს.

მესამე ადგილზე გასულმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 2014 წლის მაჩვენებელი მეტად მნიშვნელოვნად გააუარესა – 27,3%-დან 15,8%-მდე ჩამოვიდა.

მწვანეებთან ერთად ვენტრისტული პარტიების მიერ დაკარგული ხმებიდან მცირე ნაწილი “ალტერნატივა გერმანიისთვის”-აც ერგო წილად. მათ 2014 წლის შედეგი (7,1%) 3 პუნქტზე მეტით გააუმჯობესეს – 11%

მემარცხენეებმა 5,5% (2014 წელს 7,4%), ხოლო თავისუფალი დემოკრატების პარტიამ 5,4% მოიპოვეს (2014 წელს 3,4%).
წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი იყო ამომრჩევეთა აქტივობა – 61,4% 2014 წლის 48,1%-ის წინააღმდეგ.

გერმანიის კუთვნილი კვოტა – 96 მანდატი, პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:

ქდკ/ქსკ – 29
მწვანეები – 20
სდპ – 16
ალტერნატივა გერმანიისთვის – 11
მემარცხენეები – 6
თავისუფალი დემოკრატების პარტია – 5
წვრილი პარტიები და მდამოუკიდებლები – 9

მანფრედ ვებერი, ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, აცხადებს, რომ არჩევნებმა პოლიტიკური ცენტრი შეასუსტა, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი არ აპირებენ ითანამშრომლონ ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ევროპის თუ
მარჯვნიდან და თუ მარცხნიდან ცდილობენ ევროპის დასუსტებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ ევროპის სახალხო პარტია ახალ პარლამენტში “ყველაზე ძლიერი ჯგუფი” გახდება. “ჩვენ დავპირდიძ სტაბილურობას, და ჩვენ უახლოესი წლები ამ სტაბილურობის გარანტიორები ვიქნებით”, – განაცხადა მანფრედ ვებერმა.

 

 

მასალა მოამზდა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...