გერმანიაში, დანებით შეიარაღებული რამდენიმე პირი გამვლელებს თავს დაესხა

გერმანიაში, ქალაქ ჰანაუში, დანებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა გამვლელებს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.

მას შემდეგ რაც, საღამოს ოთხმა ადამიანმა მიაკითხა ჰანაუს საავადმყოფოს დანით მიყენებული ჭრილობებით, პოლიციამ მოწმის ჩვენებაზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა.” – ნათქვამია სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი დაკავებული 23 წლის არის, ხოლო მეორე – 29 წლის. ამ ეტაპზე, ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზეი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად