გერმანიაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსთან დაკავშირებული 351 გარდაცვალება დაფიქსირდა. COVID-19-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 100 119-ს მიაღწია. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 5 573 756 მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 75 961 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გერმანიაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში გერმანიაში ახალი SARS-CoV-2 ინფექციების რაოდენობამ 100 ათას მოსახლეზე 419,7 შემთხვევას პირველად გადააჭარბა

24 ნოემბრიდან გერმანიაში კორონავირუსის საწინააღნდეგო ზომები მკაცრდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას მგზავრები მხოლოდ “3G წესის” შესაბამისად შეძლებენ. ეს არის აბრევიატურა Genesen, Geimpft, Getestet („გადაიტანა“, „ვაქცინირებულია“, „ტესტი აქვს გაკეთებული”).

თუ ავტობუსში ან ტრამვაის კონტროლის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ მგზავრი ამ კრიტერიუმებიდან ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს, ის იძულებული იქნება, სატრანსპორტო საშუალება უახლოეს გაჩერებაზე დატოვოს.

რკინიგზის კონცერნის Deutsche Bahn-ის ხელმძღვანელობამ „3G წესზე“ შემოწმება 23 ნოემბრიდან შემოიღო.

იგივე მოთხოვნები დღეიდან ეხება მათ, ვინც ოფისიდან მუშაობს.

კომენტარები
იტვირთება...