გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

გერმანიის ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების კავშირმა (NABU) ჰამბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გაზსადენ
“ჩრდილოეთის ნაკადის 2”-ის წინააღმდეგ. სარჩელი შეეხება გაზსადენის ჯერაც დაუმთავრებელ მონაკვეთს უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში.

NABU- ს პრეზიდენტის, იორგ-ანდრეას კრიუგერის, აზრით, “ჩრდილოეთის ნაკადი 2” ანადგურებს ზღვის ფსკერის ცხოვრებას “დაახლოებით 16 ფეხბურთის მოედანზე უფრო ვრცელ ფართობზე”, ხოლო ნეგატიური ზეგავლენის საერთო ზონა 10-ჯერ მეტია.

28 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყდეს “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გაზის გერმანიაში ტრანსპორტირებას ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენით.

ევროპის პარლამენტი “მოითხოვს, რომ ევროკავშირმა შეამციროს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება და ამიტომ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებს, შეწყვიტონ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მილსადენის დასრულება და მოითხოვონ “როსატომის” სადავო ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობის შეწყვეტა”, – წერია რეზოლუციის პროექტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...