გერმანიაში BioNTech/Pfizer-ის ვაქცინით აცრილი რამდენიმე ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

გერმანიის ქალაქ ჰაგენში, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, რომლებიც BioNTech/Pfizer-ის ვაქცინით აცრეს, კორონავირუსით მაინც დაინფიცირდა. ამის შესახებ გაზეთ Westdeutsche Allgemeine Zeitung წერს.

ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი იქმნება პირველი ვაქცინაციიდან მხოლოდ 7-10 დღის შემდეგ. BioNTech-Pfizer-ის კონსორციუმის მიერ შემუშავებული ვაქცინის სულ ორი ინექციაა საჭირო. “ამ ხნის განმავლობაში შეიძლება დაინფიცირდე”, – თქვა მან.

გერმანიაში ვაქცინაციის კამპანია ოფიციალურად 27 დეკემბერს დაიწყო, თუმცა პირველი ვაქცინაცია ჩატარდა 26 დეკემბერს. 2020 წლის ბოლომდე გერმანიამ მიიღო 1,3 მილიონზე მეტი დოზა BioNTech/Pfizer ვაქცინა. 2021 წლის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლება კიდევ 130 მილიონი დოზის მიღებას ელოდება BioNTec/Pfizer და Moderna-სგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად