გერმანიაში აშშ-ს ელჩი Nord Stream 2- ის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს სანქციებით დაემუქრა

გერმანიაში აშშ-ს ელჩი რიჩარდ გრენელი გაზსადენ Nord Stream 2- ის მშენებლობაში ჩართულ გერმანულ კომპანიებს სანქციებით დაემუქრა. ინფორმაციას გამოცემა DW ავრცელებს.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ჩართული კომპანიები სერიოზული სანქციების დაწესების საფრთხის ქვეშ არიან, საბოლოოდ, Nord Stream 2- ისა და „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობის მხარდამჭერი კომპანიები უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან “, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ „გაზსადენს ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის სერიოზული გეოპოლიტიკური შედეგები აქვს”.

“პარტნიორები იზიარებენ ჩვენს შეშფოთებას რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, განსაკუთრებით მოსკოვის მიერ ენერგორესურსების გამოყენების გამო, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ბერკეტად”, – ნათქვამია დიპლომატის წერილში.

შეგახსენებთ, გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი – 2”-ის პროექტს აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინა, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და შეერთებული შტატები. ისინი  ევროკავშირის მთავრობას მოუწოდებენ, გააუქმოს აღნიშნული პროექტი და განაცხადოს, რომ ეს გეოპოლიტიკური იარაღია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულებას აძლიერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...