გერმანიაში ამერიკული გამანადგურებელი ჩამოვარდა

გერმანიაში, რეინალდ პფალცის მიწაზე ჯერჯერობით დაუდგენელი მოდელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია “ტვიტერზე” ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის გზა გადაკეტილია და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ. პილოტმა კატაპულტირება  მოახერხა და ის უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.

SWR- ის ცნობით, ადგილზე ამერიკული F16 გამანადგურებელი ჩამოვარდა. ტელეარხი აღნიშნავს, რომ შემთხვევა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ბაზის მახლობლად მოხდა.

პოლიციის სპიკერმა FOCUS Online- ს დაუდასტურა, რომ ის შესაძლოა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იყოს. ამის შესახებ წერს ასევე Trierische Volksfreund-ი.

SWR-ი პოლიციაზე დაყრდნობით ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევა დაუსახლებელ მხარეში მოხდა. ავარიის შემდეგ, თვითმფრინავიდან დიდი რაოდენობით საწვავი დაიღვარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად