გერმანიაში, ახალი კორონავირუსისგან 99 წლის პაციენტი განიკურნა

გერმანიაში, 99 წლის მამაკაცმა შეძლო ახალი ტიპის კორონავირუსის დამარცხება. ამის შესახებ DW იუწყება.

პაციენტი ჰოსპიტალიდან ოთხკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ზოგადად, მას შედარებით მსუბუქი ავადმყოფოა ჰქონდა; საავადმყოფოში ყოფნის დროს მან მსუბუქი პნევმონია აღენიშნებოდა. ახლა პაციენტი სრულიად ჯანმრთელია.

“ხანდაზმული ხალხი ყველაზე დაუცველია რისკ ჯგუფებს შორის, ამიტომ ეს შედეგი ძალზე დამაიმედებელია.” – აცხადებს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, მაქს-მარტინ პასტერნაკი.

ხუთშაბათის მდგომარეობით, რობერტ კოშის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ინსტიტუტი) თანახმად, გერმანიაში ახალი კორონავირუსით 182,764 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 8,581 პაციენტი. გამოჯანმრთელებულია 167,800 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად