გერმანიაში ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და მიგრანტებს შორის მასობრივი დაპირისპირება მოხდა

გერმანიის ქალაქ შვერინში, გერმანიის მოქალაქეებსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის მასობრივი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ Rheinische Post-ი იუწყება.

კონფლიქტში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 30 გერმანელი და სხვა ქვეყნის 10 მოქალაქე. შეტაკების შედეგად ერთ-ერთმა მოზარდმა უმნიშვნელო ტრავმები მიიღო.

პოლიციამ კონფლიქტის მონაწილეების ამოცნობა შეძლო. სამართალდამცავმა ორგანოებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

პოლიციის თქმით, ქალაქის ცენტრში ხშირად იკრიბება მიგრანტების 20-30-კაციანი დაჯგუფებები, ძირითადად არასრულწლოვნები, რომლებიც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან კონფლიქტში შედიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად