გერმანიაში, 8 თვის ორსული აზერბაიჯანელი ფანჯრების წმენდის დროს მე-4 სართულიდან გადმოვარდა 

შემთხვევა გუშინ საღამოს, ბერლინში, რანსდორფის რაიონში, ფიურშტენვალდერის ქუჩაზე მოხდა.

წინასწარი მონაცემებით ორსულობის მე-8 თვეში მყოფი 32 წლის აზერბაიჯანელი დევნილთა თავშესაფრის მე-4 სართულზე ფანჯრების წმენდის დროს გადმოვარდა.

ქალის მდგომარეობის შესახებ ნაცნობების მიერ გაფრთხილებულმა მაშველებმა შემთხვევის ადგილზე გამართეს კარავი, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების სამი ექიმი საკეისრო კვეთით ბავშვის მუცლიდან ამოყვანას და მის გადარჩენას შეეცადა. სამწუხაროდ, ბავშვის მიერ მიღებული ტრავმები სერიოზული აღმოჩნდა და ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა. მომხდარის გამო შოკში მყოფი გარდაცვლილი ქალის მეუღლე და კიდევ ერთი ბავშვი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.


მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ პორტალ morgenpost.de მიხედვით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...