გერმანიაში 400 მილიონი ელექტრომობილის ლითიუმის აკუმულატორებისთვის საკმარისი ლითიუმის მარაგები აღმოაჩინეს

გერმანელმა გეოლოგებმა ბადენ-ვიუტემბერგის მხარეში ლითიუმის საბადო აღმოაჩინეს

გერმანიაში, ზემო რეინის რიფტის სიღრმულ შრეებში არსებულ მარილიან თერმულ წყლებში, გეოლოგების დასკვნით, ლითიუმის შემცველობა ლიტრზე 200 მგ-ს აღწევს. რიფტის ფარგლებში თერმულის წყლების გავრცელების არეალიდან და მოცულობიდან და მასში ლითიუმის შემცველობიდან გამომდინარე ლითიუმის მარაგები საკმარისია 400 მლნ დიდი სიმძლავრის და უმაღლესი ხარისხის აკუმულატორის წარმოებისთვის.
 
გასულ წელს გერმანიამ 5300 ტონა ლითიუმი შეისყიდა, ძირითადად, ჩინეთიდან. საბადოს ამუშავების შემთხვევაში 2024 წლისთვის წლიურად 15 ათას ტონამდე, ხოლო 2025 წლიდან კი 40 ათას ტონამდე ლითიუმის ჰიდროქსიდის მოპოვება მოხდება.
 
1 ტონა ლითიუმის მოსაპოვებლად 2 მლნ ლიტრამდე წყალია საჭიროა. ცხადია, დიდი რაოდენობით ლითიუმის მოპოვების შემთხვევაში გრუნტის წყლების დონე დაიწევს და ეს მცენარეული საფარზე და ცხოველთა სამყაროს ადგილობრიც წარმომადგენლებზე იმოქმედებს.
 
გერმანულ-ავსტრალიური კომპანია ირწმუნება, რომ ლითიუმის მოპოვება ეკოლოგიურად სუფთა მეთოდების შემუშავების და წარმოებაში დანერგვის გზით მოხდება. პროექტის მიხედვით , აშენდება ხუთი გეოთერმული ელექტროსადგური. ლითიუმით მინერალიზირებული თერმული წყლები აამუშავებენ გენერატორებს, გამომუშავებული ელექტროენერგიის ხარჯზე კი, ქიმიურ გზით ლითიუმის წყლიდან მოპოვების შემდეგ, წიაღიდან ჭაბურილების მეშვეობით ამოტუმბული წყალი ისევ უკან ჩაიტუმბება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...