გერმანიაში, 24 საათში, კორონავირუსი 436 ადამიანს დაუდასტურდა, ერთი გარდაიცვალა

გერმანიაში, 24 საათში, კორონავირუსი 436 ადამიანს დაუდასტურდა, ერთი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული სააგენტოები ავრცელებენ.

ამ დროის მონაცემებით,  ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 216 327-მდე გაიზარდა.

საკმაოდ რთული მდგომარეობაა ბრაზილიაშიც.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 572 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსს ქვეყანაში სულ 101 049 ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული მონაცემებით,  ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის შემდეგ.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 3 მილიონ 35 ათასზე მეტი შემთხვევა.

არანაკლები ვითარებაა საბერძნეთშიც.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საბერძნეთში, გავლილ 24 საათში, კოვიდინფიცირება 2992 კაცს დაუდგინდა, რაც 26 თებერვლიდან -კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან – დღემდე დღიურად გამოვლენილ მაქსიმალურ რაოდენობაზე (21 აპრილი, 156 ინფიცირება) 46-ით მეტია.
 
სულ, საბერძნეთში 5263 კოვიდინფიცირების შემთხვევაა დადგენილი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 212-ს შეადგენს.
 
საბერძნეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 3409-დან 4477-მდე, 1068-ით ანუ 31%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 192-დან 206-მდე, 14-ით ანუ 7%-ით გაიზარდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად