გერმანიამ საკუთარ ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ Nord Stream 2-ის აშენების ნება დართო

Nord Stream AG 2-მა გაზსადენ Nord Stream 2-ის აშენების ნებართვა და გერმანული ტერიტორიულ წყლების გამოყენების უფლება მიიღო. ამის შესახებ განცხადება პროექტის ოპერატორის ვებგვერდზე გავრცელდა.

"ოფიციალური ნებართვა 55 კმ-იანი მონაკვეთის მშეებლობის შესახებ ენერგო ინდუსტრიის კანონის შესაბამისად გახორციელდება", – ნათქვამია განცხადებაში. Nord Stream 2 AG – ის მენეჯერმა იენს ლანგემ "ამ პროექტისთვის ნებართვების მიღებას მნიშვნელოვანი ეტაპი" უწოდა.

ასევე, გრაფიკის მიხედვით, გაზსადენის გასწვრივ, ოთხ ქვეყანაში – რუსეთი, ფინეთი, შვედეთი და დანია ნებართვის მისაღებად პროცედურები ხორციელდება.

"კომპანიამ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2018 წლისთვის დაგეგმილი მშენებლობის დაწყების ნებართვის მიღებას ელოდება", – ნათქვამია Nord Stream 2 AG- ს პრეს-რელიზში. 

როგორც პროექტის ოპერატორი კომპანიის  ფინანსურმა დირექტორმა, პოლ კორკორანმა განაცხადა, 2017 წელს Nord Stream-2 პროექტი, რომლის საერთო ღირებულება € 9.5 მილიარდი ($ 11.8 მილიარდი),  3 მლრდ ევროთ დაფინანსდა.

„2017 წელს Nord Stream 2- ზე დაახლოებით 3 მილიარდი ევრო დაიხარჯა. თანხა თანაბრად განაწილდა დასავლეთ ინვესტორებსა და გაზპრომს შორის", – თქვა განაცხადა მან.

მანამდე, 2017 წლის 26 დეკემბერს „გაზპრომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა უკვე განაცხადა, რომ ხუთმა უმსხვილესმა ევროპულმა კომპანიამ, რომელიც  რუსული კომპანიის პარტნიორებად მოიაზრებოდა, პროექტის დასაფინანსებლად ვალდებულებები სრულად შეასრულა. მილერს მაშინ არ დაუსახელებია თანხა, რომელიც ევროპელებმა პროექტისთვის 2017 წლიდან წვლილი შეიტანეს.

კომენტარები
იტვირთება...