გერმანიამ ეკონომიკის გადარჩენისთვის გეგმა წარადგინა

გერმანიამ, რომელიც ევროპის ეკონომიკის წამყვან ფიგურად ითვლება, წარადგინა მრავალმილიარდიანი გეგმა ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენისთვის და იმ კრიზისის დასაძლევად, რომელიც ახალმა კორონავირუსმა გამოიწვია. ამის შესახებ წერს Bloomberg-ი წერს.

ბერლინი, ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ადგილობრივი საწარმოების მხარდაჭერისთვის გამოყოფს 750 მილიარდ ევროს. კანცლერის კაბინეტმა გააფორმა ხარჯების გეგმა 23 მარტს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე.

გარდა ამისა, გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შექმნას “სამაშველო ფონდი”, რომლის ბიუჯეტიც იქნება 600 მილიარდი ევრო. 400 მილიარდი დაიხარჯება სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად, ხოლო 200 – ბიზნესის მხარდასაჭერად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად